ძვირფასო მხარდამჭერო,
დიდი მადლობა ერთგულებისთვის!
მნიშვნელოვან ნიშნულს მივუახლოვდით და წერილს სასიხარულო ამბით დავიწყებთ. უკვე 2000+ მოსწავლეს აქვს წვდომა ინტერნეტთან, უსაზღვრო რესურსებთან, აქვს საკუთარი ლეპტოპი და ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი - ჩვენი ყოველთვიური ერთგული მხარდამჭერების - დახმარებით ხერხდება!
თავგადასავლები არც ნოემბერში მოგვკლებია. დავიწყეთ ხარაგაულში მუშაობა და ზღაპრულ აჭარასაც კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ. გასულ თვეს 32 მოსწავლეს გადავეცით კომპიუტერი და ჩავურთავთ ინტერნეტს.
აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
|