ძვირფასო მხარდამჭერო,
ჩვენი ყოველთვიური ანგარიშის დროც მოვიდა.
მთელი გუნდის სახელით გვინდა ვთქვათ, რომ გვჯერა, საქართველოს განვითარების გზა ევროინტეგრაციაზე გადის. მისი შეფერხება კი ზიანს მიაყენებს, როგორც ჩვენი მომავალი თაობის შესაძლებლობებს, ისე ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლას. სწორედ ამის წინააღმდეგ ყოველდღე ვუერთდებით საპროტესტო აქციებს და მშვიდობიანად ვაფიქსირებთ პოზიციას ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად.
გვიხარია, რომ აქ ვხვდებით ჩვენს მხარდამჭერებს და ზოგიერთ პროექტის მონაწილესაც, რომელიც უკვე სტუდენტია და თამამად ერთვება სამოქალაქო პროცესებში. ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
|