ტრადიციულად, უკვე ჩართული მოსწავლის ისტორიასაც მოგიყვებით.
დღეს 17 წლის სუპერ ცნობისმოყვარე ელისოს გაგაცნობთ, ჭიათურის სოფელ წირქვალიდან!
ელისო აბიტურიენტია, თუმცა მისი ყოველდღიურობა მხოლოდ მასწავლებლებთან სიარულით და თემების წერით სულაც არ შემოიფარგლება. ახერხებს დრო გამონახოს, არაფორმალური განათლების პროექტებში ჩაერთოს და საკუთარი თავი ასე განავითაროს. მისი თქმით, ძალიან უნდა წვლილი შეიტანოს თავისი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში. მხარში აქტიური მეგობრები უდგანან, მათთან ერთად სხვადასხვა გარემოსდაცვით და კულტურულ აქტივობებს გეგმავს!
|