„ეს ბოლო დროა საკმაოდ დავუმეგობრდი წიგნებს და სწორედ ამ საქმეს ვუთმობ ყველაზე დიდ დროს. ინტერნეტი ძალიან მეხმარება: ელოქტონულად შემიძლია ბევრი ისეთი წიგნის წაკითხვა, რომლის შოვნასაც ვერ ვახერხებდი.
ინტერნეტი დამეხმარა, აღმომეჩინა ჩემი ფარული შესაძლებლობები, რომლითაც ყოველ დღეს ვიხალისებ. სამომავლოდ ვგეგმავ, დავეუფლო ადამიანის ფსიქოლოგიას. ეს დამეხმარება, სწორად წარვმართო საკუთარი ცხოვრება და დავეხმარო უამრავ ადამიანს, ინტერნეტი კი, ვფიქრობ, ხელს შემიწყობს მიზნის განხორციელებაში. ჩემი აზრით, აუცილებელია, გქონდეს მიზანი, რომლის ასრულებისთვისაც იბრძოლებ.“
|