ოქტომბერი 2021

 
 
გამარჯობა,

დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის!

ეს თვე 12 დასახლებას დავუთმეთ და ლეპტოპებით 37 მოსწავლე მოვამარაგეთ. აღვნიშნეთ ინტერნეტის საერთაშორისო დღე, წამოვიწყეთ პოდკასტი - ინტერვიუების სერია მოსწავლეებთან - და შემოვიმატეთ საგანმანათლებლო პარტნიორიები. 

აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ დროისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა თქვენი შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ჩვენი ახალი მოსწავლეები ჭიათურის და კახეთის სოფლებიდან:
 
ოქტომბრის ყველა ფოტო
 
მოვამზადეთ პირველი პოდკასტი - ინტერვიუ ჩვენს მოსწავლესთან. 20 წლის ნათია ფილოლოგიის სტუდენტია და არც მეტი, არც ნაკლები, 9 მოსწავლეს ამზადების ინგლისურში!

ენაც ონლაინ, დამოუკიდებლად ისწავლა, მოსწავლეებიც ინტერნეტით მოიძია და უცხოელი მეგობრებიც გაიჩინა. ამ პოდკასტში კი გაგვიმხილა, რა არის მისი წარმატების საიდუმლო! 
 
მოისმინეთ პოდკასტი
 
წელს ინტერნეტის საერთაშორისო დღე ჭიათურიდან მოგილოცეთ! ვისაუბრეთ ინტერნეტზე - ვის არ აქვს, ვის სჭირდება, და რა ხდება, როცა მას ვურთავთ.
გააზიარეთ ვიდეო გააზიარეთ ვიდეო
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება მათივე სიტყვებით - მარიამი ჭიათურიდან

„პირველი კლასიდან  მინდა, გამოვიდე მათემატიკის მასწავლებელი, ამისთვის მზადება კი ერთი წელია დავიწყე. ჯერჯერობით არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით, მეტი შემიძლია, ამაში დარწმუნებული ვარ. როდესაც პანდემია დაიწყო და მასწავლებელთან ვერ დავდიოდი, ინტერნეტი ერთადერთი საშუალება იყო, რისი გამოყენებითაც სწავლა არ შევწყვიტე.“

იმერეთსა და კახეთში კიდევ 50-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
ანგარიშის გაზიარება ანგარიშის გაზიარება
ანგარიშის გაგზავნა ანგარიშის გაგზავნა

თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. გადადით ლინკზე https://charte.ge/ge/donate

2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;

3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 🎁

ჩართეთ
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
[email protected]