|
ძვირფასო მხარდამჭერო,
მადლობა თანადგომისთვის.
ნაყოფიერ ოქტომბერზე უნდა მოგიყვეთ! თქვენი მხარდაჭერით შევძელით და 71 მოსწავლემდე მივიტანეთ ლეპტოპი. მათ უკვე ყოველთვიურ ინტერნეტსა და სასწავლო რესურსებზე წვდომაც აქვთ.
ჯერ სვანეთს ვესტუმრეთ - მიუხედავად იმისა, რომ მესტიამდე ჩვენი✈️გაფრენის გეგმა უამინდობის გამო გაუქმდა, მაინც ჩავაღწიეთ და ლატალში, მულახსა და კალაში მომლოდინე ბავშვები გავახარეთ. შემდეგი გაჩერება მაღალმთიანი აჭარა იყო, სადაც ხულოს სოფლები წაბლანა, ქვემო ვაშლოვანი და ხახისძირი მოვიარეთ.
თვის ბოლოს გალიდან თბილისის ბანაკში გვესტუმრნენ მოსწავლეები – ტრადიციულად შემეცნებით-გასართობი აქტივობები და ლეპტოპები დავახვედრეთ.
აი ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
|