|
ძვირფასო მხარდამჭერო,
მადლობა თანადგომისთვის.
თქვენი მხარდაჭერით კიდევ 32 მოსწავლემდე მივიტანეთ ლეპტოპი! მათ უკვე ყოველთვიურ ინტერნეტსაც ვუფინანსებთ, რომ თანატოლების მსგავსად შეძლონ სწავლა, ინფორმაციის მოძიება და თვითგანვითარება. ივლისში სამეგრელოსკენ გავემგზავრეთ და ზუგდიდში, ასევე მის სოფლებში ვესტუმრეთ მოსწავლეებს, კერძოდ ცაიშში, ორსანტიაში, ინგირიში, ნაცატუსა და კორცხელში. გარდა ამისა, ლეპტოპები გადავეცით გალში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც. მათთან შეხვედრაზე მეტს ქვემოთ მოგიყვებით.
|