იმერეთი
2021 წლის თებერვალში ახალი რეგიონის ჩართვა გადავწყვიტეთ და იმერეთში მოსწავლეების გახარება ჭიათურითა და წყალტუბოთი (იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებები) დავიწყეთ. წლის მანძილზე პროექტთან 251 უფროსკლასელის დამეგობრება მოვახერხეთ. შემდეგ 2022 წელსაც დავბრუნდით და იანვარი-ივლისის ჩათვლით უკვე ბაღდათში, ხონში, ზესტაფონსა და ვანში 117 მოსწავლეს გადავეცით კომპიუტერი და ჩავურთეთ ინტერნეტი! 2023 წელსაც არ ჩაუვლია იმერეთის გარეშე - ხარაგაულსა და ბაღდათში 126 ოჯახს ვეწვიეთ. იხილეთ ფოტოები